Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკა ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის

 ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის

პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

კრამერი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია“.

„ვფიქრობ, მისმა ასოციაციამ “რუსთავი 2”-თან, მისმა პოლიტიკურმა პოზიციებმა და მთავრობისადმი მისმა კრიტიკამ, ის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოაქცია. ისინი [საქართველოს მთავრობა] ბოროტად იყენებენ სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას იმით, რომ მოსამართლეს გამოატანინეს პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტი ოპოზიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს უკვე მოქმედი მთავრობის ხელწერაა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს პრემიერ-მინისტრად ბატონი ღარიბაშვილი დაბრუნდა“. – აცხადებს კრამერი.

გვარამიას დაკავება საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც გავლენას ახდენს.

“ეს, დაკავება არც პირველი შემთხვევაა და ვშიშობ, არც ბოლო იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მომხდარს გმობს და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებაზე დასავლურ-ევრო ორიენტაციისა და ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა, მისი უკეთესობისკენ შემოტრიალება კი წარმოუდგენელია”. – აღნიშნა კრამერმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები