Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოკიევში, სიმაცის ხეივანში ბაიდენის პატივსაცემად დაფა გახსნეს

კიევში, სიმაცის ხეივანში ბაიდენის პატივსაცემად დაფა გახსნეს

კიევში, სიმამაცის ხეივანში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავის აღსანიშნავად გახსნა, დღეს ჯო ბაიდენის სახელი ჩაეწერა.  აქვე უკვე ასებობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის და პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სახელები.

შესაბამისი ფოტო, რომელზეც აშშ-ს ლიდერის ჯო ბაიდენის სახელია ამოტვიფრული, დღეს, 20 თებერვალს გამოჩნდა ხეივანში. ინფორმაციას ამის შესახებ ICTV Facts-ის გადაცემის ჟურნალისტი ოქსანა მიხაილოვა აქვვეყნებს.

2022 წლის 23 აგვისტოს ხეივნის გახსნისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მასში იქნება პოლიტიკური ლიდერების და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების სახელები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

ასე რომ, ამერიკის პრეზიდენტის კიევში მოულოდნელი ვიზიტის დღეს, ბაიდენის სახელიც დაემატა უკრაინის მხარდამჭერთა ჩამონათვალს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები