Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაკლინიკა "ვივამედი" ინფორმაციას ავრცელებს

კლინიკა “ვივამედი” ინფორმაციას ავრცელებს

კლინიკა “ვივამედი”, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, განცხადებას ავრცელებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კლინიკის განცხადებით, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა, ლაბორატორიული მონაცემები კი სტაბილურ დინამიკას აჩვენებს.

“საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად, შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, კონსულტირებულია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ, ჩატარებული აქვს მრავალი ინსტრუმენტული კვლევა. კვლევების დროში გახანგრძლივება პირდაპირ კავშირში იყო პროცედურულ საკითხებთან, რაც გულისხმობს პაციენტისგან ნებართვის აღებას, თანაც ლაბორატორიული მონაცემები „ლოდინის“ საშუალებას გვაძლევდა. ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები – უარყოფითი დინამიკის გარეშეა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები – ხანდაზმულია, არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას, რეკომენდირებულია დინამიკაში დაკვირვება”, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები