Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებაკლინიკა "ვივამედთან" ექიმთა ასოციაციების პრეზიდენტები მივიდნენ

კლინიკა “ვივამედთან” ექიმთა ასოციაციების პრეზიდენტები მივიდნენ

კლინიკა „ვივამედთან“, სადაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან სამკურნალოდ გადაიყვანეს, ექიმთა ასოციაციების პრეზიდენტები მივიდნენ. საქართველოს გასტო-ენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, მანანა ჯებაშვილის განცხადებით, ისინი კლნიკის მედპერსონალთან გასაუბრებას შეეცდებიან და გაიგებენ რა სახის კვლევების ჩატარებას გეგმავენ.

„ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია თუ რა კვლევები უტარდება და ზუსტად როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ, შევეცდებით გავიგოთ რა კვლევებია ამ დროისთვის დაგეგმილი. ჩვენი მოთხოვნაა შეუშვან პირადი ექიმი და დედა. კოლეგიალობა მოითხოვს, რომ ჩაგვაყენონ საქმის კურსში. ჩვენ პირველივე დღიდან ვატარებთ მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ვალდებულები არიან გვითხრან რა მდგომაროება გვაქვს. ამ კვლევების სრულად ჩატარებას რამდენიმე დღე დასჭირდება. სავარაუდოდ, დღეს არ უნდა დააბრუნონ, არაფერში არ ჯდება დღეს მისი ციხეში დაბრუნება. აუცილებელია უცხოეთში გადაყვანა, ვინაიდან მხოლოდ სიმპტომური მკურნალობით შედეგს ვერ მივიღეთ. ის ნამდვილად გადასაყვანია უცხოეთის კლინიკაში და რაც უფრო ჩქარა გააკეთებენ ამას, მით უკეთესი იქნება. აქ მისი გაჩერება შეიძლება რამდენიმე დღე, ამის შემდეგ უნდა იყოს გადაყვანილი”, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები