კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით,მისთვის უცნობია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„ჩვენ გარდა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას პოლონეთში ასევე ითხოვენ ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტარები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ყველამ, მათ შორის amnesty international-მა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო აქტორებმა დაამტკიცეს, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა არაადამიანური მოპყრობის ქვეშ. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მოხდეს პოლონეთში მისი გადაყვანა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.