Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაკობა ნაყოფია - "მიხეილ სააკაშვილი თანახმაა კლინიკა "ვივამედში" გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე"

კობა ნაყოფია – “მიხეილ სააკაშვილი თანახმაა კლინიკა “ვივამედში” გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მის შესვლამდე მიხეილ სააკაშვილი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უკვე ინფორმირებული იყო იუსტიციის მინისტრის შეთავაზების თაობაზე.

“უბრალოდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ იქ არ არის ლაპარაკი მის იქ სამკურნალოდ გადაყვანაზე, საუბარია მხოლოდ გამოკვლევაზე გადაყვანაზე, ანუ მას შესთავაზეს, რომ “ვივამედში” მას გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და თან შესთავაზეს, რომ ეს ყოფილიყო დღეს… მან უთხრა, რომ დღეს არა და ხვალ, ზეგ, მომდევნო დღეებში მზად არის, ანუ დაუდასტურა. საუბარი იყო, რომ დღეს უნდა გადაეყვანათ. მაგრამ დღეს ვერ გადავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები