Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაკობახიძე - 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ უდიდესი...

კობახიძე – 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ უდიდესი ღალატი ჩაიდინა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2008 წლის ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლება “უდიდესი ღალატი ჩაიდინა” საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე. ეს განცხადება მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა.

“15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე. ეს არის ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა, ამასთან ერთად ეს დღეები, 2008 წლის აგვისტოს დღეები ჩვენ სიამაყითაც გვავსებს იმ გმირების თავგანწირვის გამო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ, ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართველი კაცის, ქართველი ჯარისკაცის გმირული სული. მადლობა მათ ამისათვის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ახდება ის ოცნება, რომელსაც შესწირეს თავი ამ ადამიანებმა. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, გაერთიანდება. ეს იყო მათი ოცნება, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირების სულებს,” – ამბობს კობახიძე.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები