Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაკობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს

კობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს

"პრობლემაა, რომ პრეზიდენტმა არ იცის, რაზე უნდა ისაუბროს საზეიმო დღეს."

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეის აზრით, 26 მაისს პრეზიდენტის განცხადება სასამართლოსთან დაკავშირებით იყო “სირცხვილი”. “პრობლემაა, რომ პრეზიდენტმა არ იცის, რაზე უნდა ისაუბროს საზეიმო დღეს.” -განაცხადა კობახიძემ.

“რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადება, მე მგონი, სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო, ამას ძალიან თამამად ვამბობ. ჯერ ერთი, 26 მაისს, საზეიმო დღეს როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამაზე უნდა მივანიშნოთ, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს, იმისათვის რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი” – დასძინა მან.

დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმის განცხადებით:  “სირცხვილია, რომ საქართველო სამართლის ისტორიას” სათანადოდ ვერ აგრძელებს. მან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა ქართული სამართლის ძეგლებიდან და თქვა, რომ “ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა”. 

კობახიძე პრობლემას უწოდებს იმასაც, რომ პრეზიდენტი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ “უარგუმენტო კამპანიას” შეუერთდა.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არასწორი განცხადებით მან სცადა სასამართლო სისტემის, ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება უნდა გააკეთო და მეორე შინაარსში… როდესაც ოპოზიცია აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს ერთია, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის სერიოზული პრობლემა და არის სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რომელიც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს” – თქვა კობახიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები