Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარისპორტიკოლოვატი - "კვარას" და ოსიმენს 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის დავტოვებდი

კოლოვატი – “კვარას” და ოსიმენს 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის დავტოვებდი

მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა, ფულვიო კოლოვატიმ ამ სეზონში “ნაპოლის” წარუმატებელ სტარტზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეცვლებისას უკმაყოფილების გამოხატვის გამო გააკრიტიკა:
“რუდი გარსიას ჩემპიონატზე კარგი დასაწყისი არ გამოუვიდა. სიტუაციას ზოგიერთი ფეხბურთელის ნერვული მდგომარეობა ართულებს. როდესაც ორი თვის წინ “ნაპოლის” ახალი მწვრთნელის არჩევა მოუწია, გასაგები იყო, რომ ლუჩანო სპალეტის ნებისმიერი მემკვიდრე სირთულეებს გადააწყდებოდა. გასულ სეზონში სკუდეტო 16 ქულის უპირატესობით მოიგეს. ეს რაღაც ისტორიული და განუმეორებელი იყო.
“კვარას” და ოსიმენს იმის გამო, როგორც მოიქცნენ, 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის
დავტოვებდი. როგორ ბედავენ გარსიას არჩევანის განხილვას? მწვრთნელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, შემდეგ კი შეცდომის შემთხვევაში პასუხისმგებელი იქნება.
ანგისაც არაა ფორმაში, ხოლო ლობოტკა მოედანზე დადის. არის მოტივაციის პრობლემა და ზოგიერთ ფეხბურთელს ინდივიდუალობის გამოვლინება მართებს. მწვრთნელს თავისი ვალდებულებები გააჩნია, მაგრამ ისეთმა ელემენტებმა, როგორიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან, გადაცემათა კოლოფი უნდა გადართონ”.
RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები