Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოკულება - ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება

კულება – ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება. ამის შესახებ კულებამ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ლიდერი არაა პარტნიორი, რომელთანაც მოლაპარაკებები შეიძლება აწამოო, ვინაიდან მან არაერთი სერიოზული დანაშაული ჩაიდინა. ასე გამოეხმაურა კულება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მუჰამედ ალ-ნახაიანის წინადადებას პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზების თაობაზე.

კულებას განმარტებით, რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ჯარი უკრაინის მთელ ტერიტორიას დატოვებს.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები