Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოკუპიანსკის 37 დასახლებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაცია იწყება

კუპიანსკის 37 დასახლებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაცია იწყება

უკრაინის ხელისუფლება ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაციას იწყებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის ინტენსივობის გაზრდის გამო მიიღეს.

„ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია იწყება. ამ ბრძანებას ხელი კუპიანსკის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კანაშევიჩმა 9 აგვისტოს მოაწერა“, – აცხადებენ კუპიანსკის სამხედრო ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციამ ასევე გამოაქვეყნა საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც მოქალაქეებს ევაკუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები