კურსკის ოლქის გუბერნატორის,რომან სტაროვოიტის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსული სოფელი ტიოტკინო დაბომბეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა,-ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.
მისი თქმით, ჭურვები ალკოჰოლის ქარხანასა და რამდენიმე სხვა შენობას მოხვდა.თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა და დაზიანდა რამდენიმე სახლიც.
„მტრის მორიგი თავდასხმა ტიოტკინოზე, რომელიც გამთენიისას მოხდა, სამწუხაროდ ტრაგედიით დასრულდა. ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ“, – აცხადებს რომან სტაროვოიტი.