კომპანია “ნიუ სითი დეველოპმენტმა” ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია და იპოდრომის ნაწილიც შეისყიდა, სადაც ე.წ ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ტერიტორიები აქამდე ქართუ ფონდის მფლობელობაში იყო.
იპოდრომის ტერიტორიაზე, დაახლოებით 70 000 კვადრატულ მეტრზე, საიდანაც 10 000 კვადრატული მეტრი უკვე კომპანიის საკუთრებაშია, დამატებითი ტერიტორიების გადაფორმება კი სავარაუდოდ მომდევნო საათებში მოხდება. “ნიუ სითი დეველოპმენტის” მოთხოვნა უკვე საჯარო რეესტრშია.
10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე ქართუ ფონდმა გაყიდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია “ნეო სითი დეველოპმენტის” საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.
11 აგვისტოს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება” და დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა.
18 იანვარს, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, ქართუ ბანკის საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმებოდა.
ამ ინფორმაციაზე პასუხად თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე რეაბილიტაციის შემდეგ, ინფრასტრუქტურა და აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა მთლიანად შენარჩუნდებოდა.