Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისამართალილაშა ჩხიკვაძემ მუხლის გადაკვალიფიცირების მიზეზი განმარტა

ლაშა ჩხიკვაძემ მუხლის გადაკვალიფიცირების მიზეზი განმარტა

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ ბრალდებულებისთვის ბრალის გადაკვალიფიცირების მიზეზს განმარტავს.

მისი თქმით, ბრალის გადაკვალიფიცრება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირს არ დაედოს იმაზე მეტი ბრალი, რაც ობიექტურად არ ჩაუდენია.

,,რაც შეეხება მიღებულ გადაწყვეტილებას, როგორც ნიკა გვარამიას, ასევე ზურაბ იაშვილის ბრალდების ნაწილში სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ფაქტობრივად ვერ დაინახა დანაშაულის ნიშნები და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია გონივრულ ეჭვმიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირებას, ესეც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ პირს არ დაედოს იმაზე მეტი ბრალი, რაც ობიექტურად არ ჩაუდენია, მაგრამ ასევე არ გამოირიცხოს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, რაც შეიძლება დანაშაულის ნიშნებს შეიცვადეს. შესაბამისად, მოხდა 182-ე მუხლის(სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა) გადაკვალიფიცირება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლზე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება)“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები