აღსრულების ეროვნულმა ბიურო, ომის ვეტერანს, ლაშა გიგაური უკაონოდ ასახლებს. უწყების თანამშრომლები ძალის გამოყენებით ცდილობენ საცხოვრებელი სახლიდან ნივთების გამოტანას.
უწყების თანამშრომლებმა ადგილზე 5 პირი დააკავეს.
აღსრულების პოლიციას პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილება არ აინტერესებს და მოქალაქეს მაინც ასახლებენ.
პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა ლაშა გიგაურის ქონებისთვის ყადაღა დაედო და საკითხი სადაო გაეხადა. რის შემდეგაც, გამოძიება საკუთრების თაღლითურად დაუფლების თაობაზე დაიწყო,თუმცა აღსრულების პოლიცია პროკურატურისა და სასამართლოს კომპეტენციაში უხეშად ერევა და მათ გადაწყვეტილებას არაფრად აგდებს. აღსრულების თანამშრომლები არ ცდილობენ გამოსავლის პოვნას და ორიენტირებულნი არიან ადამიანი უკანასკნელი საცხოვრისის გარეშე დატოვონ.
იპოთეკითა და “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების იურისტები ცდილობენ ლაშა გიგაურის გამოსახლების პროცესი შეაჩერონ.