ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ აქტივისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მათი მიმართვა დაუშვებლად ცნო.
“სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ განცხადებით 48 საათში, აღკვეთი ღონისძიება როცა დასრულდა და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გუშინ შევიტყვეთ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო. განჩინება გამოგზავნილია და აქედან გამომდინარე, ჯერ ჩვენამდე არ არის მოსული, გავეცნობით და მერე გიპასუხებთ, რა საფუძვლებით დატოვა ძალაში პატიმრობა”, – განაცხადა ადვოკატმა.
დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში საჩივარი 2 აპრილს შეიტანა და აქტივისტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.