ბრიტენელი ლეიბორისტები აცხადებენ,რომ თუ მოვლენები ასე გაგრძელდა,როგორც ბოლო 13 წელი გრძელდებოდა, 2030 წელს პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დიდი ბრიტანეთის მონაცემს გადაასწრებს.
2010-დან 2021 წლამდე ბრიტანეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 0.5%-ით არის გაზრდილი, მაშინ როდესაც პოლონეთს 3.6%-იანი ზრდა აქვს (World Bank- მონაცემებით). შესაბამისად 2030 წელს, ერთ სულ მოსახლეზე პოლონეთი დიდ ბრიტანეთზე საშუალოდ 600 დოლარით მდიდარი იქნება.
მეტიც, ლეიბორისტების განცხადებით 2040 წელს არსებული ზრდა ერთ ბრიტანელს, უფრო ღარიბს გახდის ვიდრე უნგრელსა და რუმინელს.
2021 წლის მონაცემებით დიდი ბრიტანეთის მშპ- ერთ სულ მოსახლეზე 46,510 დოლარი იყო, ხოლო პოლონელის 17,999 დოლარი.