საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში დლევან კობიაშვილი მესამე აირჩიეს , რომელშიც სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა.
ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, დღეს ჩატარდა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში.“
ლევან კობიაშვილს ხმა მისცა ხმის უფლების მქონე 28-ვე დელეგატმა.
კობიაშვილი ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს.
2016 წლიდან ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს.