Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკალევან სამუშია - "ნიკა გვარამია ძალიან მხნედ არის"

ლევან სამუშია – “ნიკა გვარამია ძალიან მხნედ არის”

“ნიკა გვარამია ძალიან მხნედ არის, ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე და ვუთხარი თუ როგორი დადებითი განწყობაა საზოგადოებაში მის მიმართ”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” წევრმა ლევან სამუშიამ რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ,,მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


ლევან სამუშაოს თქმით, შეხვედრაზე ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე არ უსაბრიათ,რადგან კობხიძის განცხადების შეფასებას ,,სამედიცინო კუთხით შესაბამისი სპეციალისტები სჭირდება”.


„ნიკა გვარამიას მივაწოდე საერთაშორისო საზოგადოების განცხადებების და განწყობების შესახებ. ერთადერთი საწუხარი აქვს ბავშვები – მისი პატარა შვილები როგორ შეხვდებიან ამ ყველაფერს, სხვა ყველანაირად არის მხნედ.ტელევიზორი არ აქვს შეტანილი საკანში, მაგრამ ელოდება როდის შეუტანენ.ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებას სჭირდება შესაბამისი სპეციალისტები სამედიცინო კუთხით. გამომდინარე აქედან, მისი განცხადებისთვის დიდი დრო არ დაგვითმია. ერთსა და იმავეს იმეორებს ყოველთვის”, – აღნიშნა ლევან სამუშიამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები