Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკახაბეიშვილი - ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პოლონელი ექიმების შესვლას სააკაშვილთან, თუმცა „რუსული ოცნება“...

ხაბეიშვილი – ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პოლონელი ექიმების შესვლას სააკაშვილთან, თუმცა „რუსული ოცნება“ ამ პროცესს მიზანმიმართულად აჭიანურებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „რუსული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებას მიზანმიმართულად აჭიანურებს“.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც კი პოლონელი ექიმები სააკაშვილს გასინჯავენ, ობიექტურ დასკვნას გააკეთებენ და „რუსულ ოცნებას“ სპეკულაციის საშუალება აღარ ექნება“.

„ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პოლონელი ექიმების შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან, თუმცა რამდენიმე კვირაა „რუსული ოცნება“ მიზანმიმართულად აჭიანურებს ამ პროცესს ერთადერთი მიზეზით – როგორც კი პოლონელი ექიმები, რომელთაც ევროკავშირის მანდატი აქვთ, პრეზიდენტ სააკაშვილს გასინჯავენ, აუცილებლად იქნება ობიექტური დასკვნები, რაც აქამდეც არსებობს. ამის შემდეგ ყველანაირი სპეკულაციის საშუალება მოესპობა „რუსულ ოცნებას“, ამიტომ არ აძლევენ ნებართვას. ამის პარალელურად, დაცვის მხარისთვის დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლონელი ექიმები იყვნენ დაშვებული, რათა დამატებითი მტკიცებულებები იყოს. თუმცა „რუსული ოცნება“ პოლონელ ექიმებს არ უშვებს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები