ლიეტუვა უკრაინას დახმარების სახით 13 მილიონ ევროს გამოუყოფს. -ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა და განმარტა, თუ კონკრეტულად რაზე გამოიყოფა თანხა.
•5 მილიონი ევრო გადაირიცხება მსოფლიო ბანკის ფონდში უკრაინაში.
•4 მილიონი ევრო – ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.
•2 მილიონი ევრო გამოიგზავნება მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.
და კიდევ 2 მილიონ ევროს გამოყოფს ლიტვა მარცვლეულის ინიციატივისთვის „მარცვლეული უკრაინიდან“.