Monday, December 4, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოლიეტუვის სეიმმა რუსეთი "ტერორისტულ" სახელმწიფოდ, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად...

ლიეტუვის სეიმმა რუსეთი “ტერორისტულ” სახელმწიფოდ, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ აღიარებულია უკრაინელი ხალხის გენოციდი. ამის შესახებ ლიტვის პარლამენტის ვებგვერდი იტყობინება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედროები „შეგნებულად და სისტემატიურად ირჩევენ სამოქალაქო სექტორის დაბომბვას, ეს სახელმწიფო, მხარს უჭერს და ტერორიზმს ახორციელებს“.

სეიმმა ასევე მოუწოდა გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, პარლამენტებსა და უცხოეთის მთავრობებს, რომ გენოციდი აღიარონ და შესაბამისად დასაჯონ რუსეთი უკრაინაში ჩადენილი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები.

დეპუტატებმა სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა შესთავაზეს, რომელიც რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ გამოიძიებს და შეაფასებს, საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით და ისტორიაში ცნობილი პრეცედენტების საფუძველზე დამნაშავეების გასამართლებას.
კანადის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა რეზოლუციები და განცხადებები ადრე მიიღეს, რომლებშიც რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად არის აღიარებული.

აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას ასევე გენოციდი უწოდა. „მე მას გენოციდი ვუწოდე, რადგან სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინი უბრალოდ ცდილობს მოსპოს ის აზრიც კი, რომ შეიძლება უკრაინელი არსებობდეს. სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, რაც რუსებმა გააკეთეს ფაქტობრივად უკრაინის განადგურების ტოლია. “ – თქვა მან.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები