საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირმა (UNFP) 2022/23 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა. ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის, რა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძეც იბრძოდა.
ყველა ვარაუდობდა, რომ ქართველი ფორვარდი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა და მოლოდინები გამართლდა. ეს გასაკვირი, რა თქმა უნდა, არ არის, რადგან 22 წლის ფეხბურთელს გამორჩეული სეზონი აქვს – ის 23 გოლით ბომბარდირთა სიის სათავეშია და მის ანგარიშზე ასევე 8 საგოლე პასია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიქაუტაძე თავისი გუნდის მთავარი ლიდერია, გუნდის, რომელსაც ლიგა 1-ში აღზევებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
აძესთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის ასევე იბრძოდნენ ჯოშ მაჯა (ბორდო), ჟან-ფილიპ კრასო (სენტ-ეტიენი), ნილს ნკუნკუ (სენტ-ეტიენი) და ვიქტორ ლეხალი (ლე ჰავრი). მეცის ცხრიანი ასევე ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
ეს საფრანგეთში საკმაოდ პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება. ლიგა 2-ში ეს პრიზი ბოლოს ტულუზას ფეხბურთელმა ბრანკო ვან დენ ბუმენმა მოიგო, ხოლო 2021 წელს ეს ჯილდო ამინე ადლის ერგო, რომელიც ახლა ლევერკუზენში თამაშობს. თავის დროზე ეს პრიზი მოპოვებული აქვთ ბაკარი კონეს (2005 წელი), გილლუამ ოაროს (2008) და ოლივიე ჟირუს (2010).
აღსანიშნავია ისიც, რომ UNFP-მა ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელიც გამოავლინა, გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი, კილიან მბაპე გახდა.
Meilleur buteur et deuxième meilleur passeur du championnat, il a éclaboussé les terrains de son talent ☨
Georges Mikautadze remporte le Trophée UNFP du Meilleur Joueur de @Ligue2BKT !
Félicitations Georges ! #TropheesUNFP pic.twitter.com/Ko8rUu2vMh
— UNFP (@UNFP) May 28, 2023