NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ტვიტერზე ეხმაურება.
თორნტონი წერს, რომ მისასალმებელი სიგნალია “ოცნებისთვის”, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე თავდასხმებს შედეგები მოჰყვება.
“ეს დიდი ხანია დაგვიანებულიცაა. მისასალმებელი სიგნალია “ქართული ოცნებისთვის”, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე სერიოზულ თავდასხმებს შედეგები მოჰყვება. საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის მიმართ საჯარო ბრალდება სერიოზულ კორუფციაში მონაწილეობისთვის”. – წერს თორტონი.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.
This is long overdo. Welcome signal to GD that the significant attacks on civil society, media will have consequences. Public Designations of Four Individuals Associated with the Georgian Judiciary Due to Involvement in Significant Corruption https://t.co/IrISpTc56h
— Laura Thornton (@LauraLThornton) April 5, 2023