Reuters-ევროპაში “მაიმუნის ყვავილის” 100-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო შეხვედრა გამართა.
დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება და აფრიკის ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ შეშფოთება გამოიწვია.
მეცნიერები არ ელოდებიან, რომ დაავადება გადაიქცევა პანდემიად, როგორიცაა კოვიდ-19, იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი არ ვრცელდება ისე მარტივად.