Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარირეგიონიმამაკაცი ჩვენი მეზობელი იყო, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა - ადგილობრივი საგარეჯოში...

მამაკაცი ჩვენი მეზობელი იყო, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა – ადგილობრივი საგარეჯოში მომხდარზე

საგარეჯოში მომხდარის შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვება კიდევ ერთ-ერთი ადგილობრივი. მისი განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე მეზობელი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა.

„ამ კორპუსში ვცხოვრობ, შემთხვევა ჩემს სადარბაზოში მოხდა. თავდამსხმელს ვიცნობდი, თუმცა რაიმე სახის პრობლემა ჰქონდა თუ არა, არ ვიცი. შოკში ვარ. როცა ორი მცირეწლოვანი ბავშვი გეკითხება: „დედა, როდის მოვკვდებითო“, ასეთ დროს, რა გინდა გააკეთო ადამიანმა?

მეძინა და სროლის ხმამ გამაღვიძა. მაშინვე ბავშვებს შევხედე. ხუთწუთიანი ინტერვალით ისროდა. ფანჯარასთან ვერ მივდიოდი, ბოლოს ხოხვით მივედი და რომ გადავიხედე, დავინახე ბიჭები ძირს ეყარნენ. ყველას ვიცნობ. როგორც ამბობენ, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ერთი გოგოა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები