Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკამამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, ვაშაძის საქციელი შევაფასო, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში როლები...

მამუკა მდინარაძე – არ შეიძლება, ვაშაძის საქციელი შევაფასო, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში როლები დაინაწილეს, ზოგი ფსკერზეა და ზოგი ფსკერს ქვემოთ

არ შეიძლება, ვაშაძის საქციელი შევაფასო, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში როლები დაინაწილეს – ზოგი ფსკერზეა და ზოგი ფსკერს ქვემოთ, ეს „ბოლშევიკური ტროიკა“ ფსკერს ქვემოთ არის, რასაც ისინი ლაპარაკობენ, რა ნარატივსაც ალაგებენ, ფსკერს ქვემოთ არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, იმ ადამიანების შეფასება, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ რადიკალიზმში ეჯიბრება, რთულია.

„როგორც კი, ჩემი მხრიდან სერიოზული შეფასება იქნება, ისინი შეიძლება, ფსკერზე ამოტივტივდნენ, მაგრამ ფსკერს მაინც ვერ ასცდებიან. თავისი ნარატივით არიან ერთი რუსული მდგმურები, მეორე რუსული რუბლებით და მესამე შარვალჩახდილია. ეს არის მათი სიმბოლიზმი, მაგრამ ამის მიღმა მათი ქმედებაც ამ სიმბოლიზმში რელევანტურად ჯდება. ომისა და ღალატის პარტიას, „ნაცმოძრაობას“ რომ რადიკალიზმში შეეჯიბრებით, შემდეგ მათი შეფასება რთულია“, – განაცხადა მდინარაძემ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები