Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომაქსიმ კოზიცკი-"სამი რაკეტიდან ერთი მოხვდა ქალაქ იავოროვში მდებარე სამხედრო ობიექტს"

მაქსიმ კოზიცკი-“სამი რაკეტიდან ერთი მოხვდა ქალაქ იავოროვში მდებარე სამხედრო ობიექტს”

15 მაისს გამთენიისას ლვოვის ოლქში რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა სამხედრო ინფრასტრუქტურის ზოგიერთ ობიექტზე.

ინფორმაციას „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე რეგიონის გუბერნატორი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.

„მტრის სამი რაკეტიდან ერთი მოხვდა ლვოვის რეგიონის ქალაქ იავოროვში მდებარე სამხედრო ობიექტს, რომელიც მთლიანად განადგურებულია. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს. არავის დასჭირდა სამედიცინო დახმარება. მადლობას ვუხდი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, რომელმაც ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა“, – წერს ლვოვის გუბერნატორი.

მაქსიმ კოზიცკის თქმით, ლვოვის ოლქის ტერიტორიაზე დამატებით 209 ადამიანი იქნა განვასახლებული:

„ეს ხალხი იძულებული გახდა გაქცეულიყო თავიანთი სახლებიდან. სულ, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ლვოვის ოლქში შესასვლელი პუქნქტები გადალახა 17 ათასმა კაცმა“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები