დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსების მიერ ოკუპირებული მარიუპოლი ქოლერას ეპიდემიის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას.
მათი ინფორმაციით, ქოლერას შემთხვევები ქალაქში მაისიდან დაფიქსირდა.
“მარიუპოლში სამედიცინო სერვისები, სავარაუდოდ, უკვე ახლოსაა კოლაფსთან. ქოლერას დიდი აფეთქება მარიუპოლში კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას” – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
ასევე, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონში მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.