Monday, December 4, 2023
spot_img
მთავარირეგიონიმარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება

მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და გაივლის სოფლებს ყიზილ-აჯლოს, ფარიზის და ცურტავს. გზა მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთზე გადის.

„რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

პროექტის ღირებულება 6 184 352 ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მისი კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის, ისე ბოლნისისა და დმანისის ტურისტულ ობიექტებამდე კომფორტული გზით მისვლის თვალსაზრისით“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები