Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიომასკმა Twitter-ის დაბლოკილი მომხმარებლების ამნისტია გამოაცხადა

მასკმა Twitter-ის დაბლოკილი მომხმარებლების ამნისტია გამოაცხადა

The Guardian-ის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა ზოგადი ამნისტია Twitter-ის შეჩერებული ანგარიშებისთვის გამოაცხადა, ეს კი საშიშროებას აჩენს, რომ „სიძულვილის სუპერგამავრცელებლები“ დაბრუნდებიან სოციალური მედიის პლატფორმაზე.

Twitter-ის ახალმა მფლობელმა განაცხადა, რომ დაბლოკილი მომხმარებლების ამნისტია მომავალ კვირას დაიწყება მას შემდეგ. ამ ნაბიჯს წინ უძროდა მასკის ანგარიშზე ჩატარებული გამოკითხვა, რომლის შედეგადაც, უმრავლესობამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 3,1 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო, 72%-ზე მეტი ამნისტიის მომხრე იყო.

Should Twitter offer a general amnesty to suspended accounts, provided that they have not broken the law or engaged in egregious spam?

Elon Musk (@elonmusk) November 23, 2022

ცნობილი, რომ Twitter-ზე შეჩერებულ ანგარიშებს შორისაა დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, მემარჯვენე ბრიტანელი კომენტატორი კეტი ჰოპკინსი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მასკმა, ასევე, საჯარო გამოკითხვის საფუძველზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში აღადგინა. თუმცა თავად ტრამპმა თქვა, რომ აღარ აპირებს Twitter-ზე დაბრუნებას.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები