Wednesday, September 27, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომატეუშ მორავეცკი - „რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი...

მატეუშ მორავეცკი – „რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი”

„რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი“-ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით,რუსეთმა  საინფორმაციო სივრცე მილიონობით „ფეიკ ნიუსით“ დააინფიცირა, ამიტომ მსოფლიოს სჭირდება დეპუტინიზაცია.

„რუსული სამყაროს“ პუტინისტური იდეოლოგია მეოცე საუკუნის კომუნიზმისა და ნაციზმის ეკვივალენტურია. ეს იდეოლოგიაა, რომელის დახმარებითაც რუსეთი ამართლებს გამოგონილ უფლებებსა და პრივილეგიებს თავისი ქვეყნისთვის. ის აუცილებელია აღმოიფხვრას“,- განაცხადა მორავეცკიმ.

ასევე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსი დიქტატორი ავითარებს მითს იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაამარცხა ნაციზმი.

„პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი. სამწუხაროდ ის უფრო საშიშია. თუ ევროპა მას არ შეაჩერებს, ის თავის ჯარებს ევროპაში უფრო შორს მიმართავს. ჩვენ გადასაწყვეტია, სად შევაჩერებთ მას“, – განაცხადა მორავეცკიმ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები