Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარირეგიონიმდინარე ბურსას ნაპირზე ჩარჩენილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

მდინარე ბურსას ნაპირზე ჩარჩენილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

მდინარე ბურსას ნაპირზე ჩარჩენილი მამაკაცი მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.ამ დროისთვის, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112” – ში შემოსული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბურსაში, მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა მამაკაცი, რომელიც მდინარის ადიდების გამო ვერ ახერხებდა მეორე ნაპირზე გადასვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე, თოკების საშუალებით, უვნებლად გამოიყვანეს. ამ დროისთვის, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები