ახალციხეში, მდინარე ფოცხოვში გადავარდნილი ქალის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ, 11 მაისს დაახლოებით 13:30 საათზე მოხდა. 35 წლამდე ქალი მდინარიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს, რომლებიც იქვე მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე მუშაობდნენ, „სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა მათთან დაკავშირებას, თუმცა მომხდარზე საუბარი არ ისურვეს.
ახალგაზრდა ქალი მდინარიდან ამოყვანის შედეგ,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა “იმედში” გადაიყვანა.კლინიკის განცხადებით, ქალი თავს კარგად გრძნობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მან კლინიკა იმავე დღეს დატოვა.