Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარირეგიონიმდინარე ფოცხოვში გადავარდნილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მდინარე ფოცხოვში გადავარდნილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მდინარე  ფოცხოვში გადავარდნილი 35 წლამდე ქალი ამ წუთებში კლინიკა „იმედში“ იმყოფება, როგორც კლინიკის ხელმძღვანელი, გიორგი ბარძიმაძე ამბობს, პაციენტი კონტაქტურია და მდგომარეობა სტაბილური. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ ახალგაზრდა ქალი მაშველების მოსვლამდე ადგილობრივმა ამოიყვანა. 

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ ჩვენთან შემოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, როგორც ვიცით თვითმხილველმა ამოიყვანა. ჩვენთან შემოვიდა უგონო მდგომარეობაში, უკვე ჩაუტარდა შესაბამისი გადაუდებელი დახმარება. ამ წუთებში კონტაქტურია, იმყოფება მედიკამენტების ქვეშ. როგორც მკურნალი ექიმი აცხადებს მდგომარეობა უკეთესია. სხვა რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანში დატოვებს კლინიკას“,- აცხადებს გიორგი ბარძიმაძე. 

მომხდართან დაკავშირებით თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება შსს-გან პასუხს ველოდებით. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები