Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარირეგიონიმდინარეების რიონისა და ენგურის სააუზო მართვის გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მდინარეების რიონისა და ენგურის სააუზო მართვის გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ფარგლებში,  მდინარე რიონისა და ენგურის აუზებისთვის მართვის გეგმების მომზადებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში,  მხარეებმა წარმოადგინეს  მდ. რიონისა და მდ. ენგურის სააუზო მართვის  შემუშავების ვადები და გეგმები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამუშაოების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა. სააუზო მართვის გეგმების შემუშავების დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

პროექტის მთავარი მიზანია წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმების შემუშავება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის აქტივობების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში ზედაპირული წყლების მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებას, სააუზო მართვის გეგმების შემუშავებასა და ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის გარემოსდაცვითი პრინციპების დანერგვას.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები