მძღოლი, რომელიც ხაშურში კაცს დაეჯახა, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.
შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩივილს არ აპირებენ.
“მძღოლი დაკავებულია, მაგრამ ჩვენ ჩივილს არ ვაპირებთ”, – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.