Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისამართალიმებაჟე ოფიცრებმა უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,კარწახი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯამში 4360 ღერი, არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და ბულგარეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 4360 ღერი, არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები