Tuesday, December 5, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომედიის ცნობით, კალიფორნიაში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

მედიის ცნობით, კალიფორნიაში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

კალიფორნიაში, ლოს ანჯელესთან ახლოს პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ცნობით, ისმოდა სროლის ხმა და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი. ინციდენტი ქალაქ მონტერეი პარკში მოხდა, რომელიც ლოს ანჯელესიდან 13 კილომეტრში მდებარეობს.

ამერიკული მედიის ცნობით, ამ ქალაქში ასობით ადამიანი ჩინური ახალი წლის აღსანიშნად იყო შეკრებილი. დაჭრილთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ასევე, ამ დროისთვის უცნობია, ინციდენტის შედეგად არიან თუ არა დაღუპულები.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები