Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომედიის ცნობით, თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა

მედიის ცნობით, თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა

თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ანკარაში უკმაყოფილება გამოიწვია სტოქჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან დაგეგმილმა აქციამ, რომლის გამართვის ნებართვა შვედეთის მთავრობამ გასცა. საპროტესტო აქცია სტოკჰოლმში მემარჯვენე ექსტრემისტმა, რასმუს პალუდანმა უნდა გამართოს. მან განაცხადა, რომ აქციის დრო ყურანის დაწვას აპირებს.

შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი ანკარაში 27 იანვარს უნდა ჩასულიყო. თუმცა, როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა, იონსონის ვიზიტმა მნიშვნელობა დაკარგა.

პოლ იონსონი ანაკარში ვიზიტის დროს გეგმავდა, კიდევ ერთხელ ეცადა, დაერწმუნებინა თურქეთი, მოეხსნა დაბრკოლება შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

ცხნობისთვის, თურქეთსა და უნგრეთს ამ დრომდე არ აქვთ რატიფიცირებული შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები