Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებამედიის მხარდაჭერა „მთავარი არხს“

მედიის მხარდაჭერა „მთავარი არხს“

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან”, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს, ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია იმართება.

მედიის წარმომადგენლები დერეკ შოლესთვის წერილის გადაცემას გეგმავენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე წარმოდგენილი აქვთ პლაკატები სხვადასხვა წარწერით, „თავისუფლება ნიკას,თავისუფლება მედიას“.

“4 კრიტიკული მედიის წარმომადგენლები გადავცემთ წერილს დერეკ შოლეს, რომ ამ წერილმა ჩააღწიოს ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში. ყველას უნდა გავაგებინოთ, სადაც კი ხმა მიგვიწვდება, რამდენად უკანონოდ მოხდა ნიკა გვარამიას დაკავება, რომელიც გაუშვეს ციხეში იმ საქმის გამო, რაც ჩვენი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს სასჯელს და არ კვალიფიცირდება როგორც დანაშაული. ამიტომ სადაც მიგვიწვდება ხმა, ყველგან ხმამაღლა უნდა ვთქვათ რა დღეშია ქვეყანაში მედია. ნიკა გვარამიას დაჭერით, ჩემი აზრით, იწყება ძალიან მძიმე ეტაპი ქართული თავისუფალი მედიისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს, ვისი ხმაც არ მოეწონება ხელისუფლებას, წარმატებით შეუთითხნიან რაიმე ბრალდებას და რომელიმე მონა მოსამართლის ხელის მოწერით გაუშვებენ ციხეში. ამას ემსახურება ჩვენი აქ ყოფნაც. ყველაფერს აკეთებენ – ფინანსურად, სარეკლამო კანონში ცვლილებებით, სისხლის სამართლის აბსურდული საქმეებით გვახრჩობენ და ეს უკვე გააფორმეს ნიკა გვარამიას ციხეში გაშვებით. გვახრჩობენ, მაგრამ არ დავიხრჩობთ თავს!”- განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები