Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებამელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია ივნისის პირველ ნახევარში დაიწყება

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია ივნისის პირველ ნახევარში დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ივნისის პირველ ნახევარში მერია მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციას დაიწყებს და მოძრაობის სისტემაში გარკვეული ცვლილებები შევა, რის შესახებაც ინფორმაციას მოქალაქეებს მომდევნო დღეებში მიაწვდიან.

„სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, რა დროსაც ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ორივე მიმართულებით შეეძლებათ. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსახლეობასმომდევნო დღეების განმავლობაში მიეწოდება. მესმის, რომ ეს ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემებს შექმნის, მაგრამ, მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ ერთი პროექტის განხორციელებას და შემდეგ დავიწყოთ მეორე. პირიქით, შესაძლებლობები და რესურსები გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ ბევრი პროექტი, ერთხელ გავიჭირვოთ და შემდეგ უკვე მოწესრიგებული იყოს ყველაფერი“. – განაცხადა დღეს, 18 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციისას მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი მთლიანად შეიცვლება. მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, მოეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომელზეც თანამედროვე ტიპის LED სანათები დამონტაჟდება, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყოფა, ახალი მოსაცდელები და ველობილიკი მოეწყობა. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის ადაპტირდება.

ან პროექტის ღირებულება 6 387 990 ლარია. მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანია B.M.C (ბი ემ სი)-მ გაიმარჯვა. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ კომპანიამ, წერილობითი დავალების მიცემიდან, 120 დღეში უნდა დაამთავროს მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია. ხოლო, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 648 მეტრია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები