Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისპორტიმესის გადაწყვეტილების ეფექტი - The Athletic-ი მესის ტრანსფერის 3 მიზეზს ასახელებს

მესის გადაწყვეტილების ეფექტი – The Athletic-ი მესის ტრანსფერის 3 მიზეზს ასახელებს

მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, რომ კარიერა MLS-ში განაგრძოს, ამერიკულ ლიგაში ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა. სავარაუდოდ, არგენტინელის დებიუტი 21 ივლისს, “კრუზ აზულის” წინააღმდეგ გაიმართება და ბილეთების ფასი 9000 დოლარიდან დაიწყება.
ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი დასავლურ ლიგაში 5 ივლისს იხსნება. ამიტომაც ფეხბურთელს მოედანზე, როგორც მინიმუმ, შემდეგ თვემდე ვერ ვნახავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ლეო მაიამის “ინტერის” მაისურს ლიგის თასზე მოირგებს. რა თქმა უნდა, არგენტინელის კლუბში გადასვლამ მსოფლიო მედია ამერიკისკენაც მიაბრუნა, გუნდს კი, რომელიც მესიმ აირჩია, “ინსტაგრამზე” გამომწერები ელვისებური სისწრაფით ემატება. ამ სიახლემდე გუნდს აღნიშნულ პლატფორმაზე 1 მილიონი მიმდევარი ჰყავდა, ახლა  კი მაჩვენებელი 4.6 მილიონს გადასცდა.

მოგეხსენებათ, სანამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გადაწყვეტილებას მიიღებდა, ესპანურ Mundo Deportivo-სთან მიცემულ ინტერვიუში შემდეგი განაცხადება გააკეთა:
“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სათამაშოდ მაიამიში გადავიდე. 100%-ით ყველაფერი დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა მინდა ეს გზა განვაგრძო. თუ “ბარსელონაში” დაბრუნება არ გამომივა, მინდა, რომ ევროპა დავტოვო და მეტი ყურადღება ოჯახს დავუთმო”.

MLS-ის 16 ტურის შემდეგ “ინტერი” 15 ქულით 27-ე ადგილზეა და ლიდერ “ცინცინატის” 24 ქულით ჩამორჩება.  Apple-მა, Adidas-მა და MLS-ის ხელმძღვანელობამ ლიონელ მესის მაიამის “ინტერში” გადასვლაში უდიდესი როლი შეასრულეს.

ცნობილმა გამომცემლობა The Athletic-მა რამდენიმე პუნქტი დაასახელა, რის გამოც არგენტინელმა ამერიკას მიაშურა და არა “ბარსელონას” ან საუდის არაბეთს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple-მა MLS-ის სეზონის გაშუქებიდან მიღებული შემოსავლიდან წილის დათმობა გადაწყვიტა. უფრო ვრცლად რომ აგიხსნათ, 2022 წელს მხარეებს შორის 10 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რის შემდეგაც ლიგის ყველა მატჩის გაშუქებისთვის გიგანტურმა კომპანიამ და აწ უკვე ვარსკვლავურმა ლიგამ ერთმანეთთან კონტრაქტი გააფორმეს 250 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.

სეზონის დაწყებამდე მთლიანი სათამაშო წლის ყურებისთვის მომხმარებელს 99$ უნდა გადაეხადა (თვეში 14.99$), საიდანაც შემოსულ წილს არგენტინელიც მიიღებს.

ამასთან ერთად, Apple TV+-მა დააანონსა, რომ ლეოზე 4-ეპიზოდიან დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული კატარი 2022-ზე იქნება (არგენტინა გახდა ჩემპიონი).

მეორე მხრივ, ცნობილი ბრენდი Adidas-ი უკვე დიდი ხანია, რაც ფეხბურთელის სპონსორია. ასევე ისინი მზად არიან, რომ MLS-ის მასშტაბით გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი დათმონ, ეს მაჩვენებელი კი ძალიან მაღალი იქნება, რადგან ამერიკული ლიგის სპონსორი სწორედ Adidas-ია (29-ვე გუნდის).

რაც შეეხება Athletic-ის 3 მიზეზს:
– “ადიდასის” მაისურების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი
– Apple tv Season pass-ისგან მიღებული შემოსავლის ნაწილი
– კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის წილის შეძენის შესაძლებლობა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები