Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებამეტროში - საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია

მეტროში – საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია

მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია, როგორც თბილსის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.

ამ დროისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად სამუშაოები მიმდინარეობს და უწყების ცნობით, დაახლოებით, 15-20 წუთში მოძრაობა აღდგება.

„თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. შეფერხება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდება.

თბილისის მეტროს პირველი ხაზი (“ახმეტელის თეატრი” – “ვარკეთილი”) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.“- აცხადებენ კომპანიაში

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები