Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიUncategorizedმეუფე იაკობი - საპატრიარქო არ მართავს ოფიციალურ შეხვედრებს რუსეთში - მეუფე ნიკოლოზი...

მეუფე იაკობი – საპატრიარქო არ მართავს ოფიციალურ შეხვედრებს რუსეთში – მეუფე ნიკოლოზი ხშირად დადის იქ, შვილი ჰყავს გათხოვილი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი რუსეთში ყოველ წელს დადის, რადგან იქ ოჯახის წევრები ჰყავს.

ამასთან, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, მეუფე ნიკოლოზი რუსეთში ოფიციალურ შეხვედრებს ვერ გამართავს, რადგან საქართველოს საპატრიარქო რუსეთში შეხვედრებს არ მართავს.

„ეგ ხშირად დადის ხოლმე. ადამიანია, მაგას ოჯახი ჰყავს იქ, შვილი ჰყავს გათხოვილი როგორც მე ვიცი და ყოველ წელს დადის, არ გამიკვირდება რომ წავიდეს. ოფიციალურ [შეხვედრას] ვერ გამართავს. საპატრიარქო არ მართავს ოფიციალურ შეხვედრებს რუსეთში“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად სწორია საპატრიარქოს წარმომადგენელი რუსეთში რომ ჩადის, იაკობმა განაცხადა, რომ ის რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ყოფილა.

„თვითონ მას ჰკითხეთ – მე არ დავდივარ საერთოდ. საბჭოთა კავშირი რაც დაიშალა, [მის მერე] არ ვარ ნამყოფი. სულ ორჯერ ვარ რუსეთში ნამყოფი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები