Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებამევახშეების უმთავრესი ინტერესი არა თანხის მოგებით დაბრუნება, არამედ იპოთეკით დატვირთული ქონების ხელში...

მევახშეების უმთავრესი ინტერესი არა თანხის მოგებით დაბრუნება, არამედ იპოთეკით დატვირთული ქონების ხელში ჩაგდებაა – გიგა წულეისკირი

სესხებს ბანკებისგან გართულებული რეგულაციების ხარჯზე, მიმართავენ კერძო იპოთეკარებს. მევახშეებმა კანონების გვერდის ავლით მიმართეს თვალთმაქცურ გარიგებებს, რომელიც გამოიხატება ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებების ფიქტიურ გაფორმებებში. მევახშეებმა აღსრულების და სახელმწიფოს გარეშე თვითონ დაიწყეს ქონებების გასხვისება, რადგან სახელმწიფომ თავის დროზე მათ ეს უფლება შეუზღუდა და საჯარო რეესტრში აიკრძალა ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკით ქონების დატვირთვა, თუმცა მივიღეთ შავი ხვრელი, რადგან მათ მოიგონეს თვალთმაქცური ხელშეკრულება, რომელსაც ქვია ნასყიდობა გამოსყიდვის, ეს ნიშნავს რომ ქონებას უფორმებს მევახშეს და ის მევახშე კი უკან გამოსყიდვის უფლებას აძლევს. გადის დრო, რამდენიმე თვე, შემდეგ მიდის ეს მევახშე საჯარო რეესტრში და გამოსყიდვის უფლებას აუქმებს, რაც ნიშნავს რომ ეს ქონება მევახშემ უკვე დაისაკუთრა.

კვლევით გამოვლინდა, რომ მევახშეების უმთავრესი ინტერესი არა თანხის მოგებით დაბრუნება, ან თუნდაც ორმაგი და სამმაგი მოგების ნახვაა, არამედ იპოთეკით დატვირთული ქონების ხელში ჩაგდებაა. საქართველოში იპოთეკაში ბინას დებენ როგორც წესი არა ბიზნესის განვითარების ან წამოწყების მიზნით, არამედ თვითგადარჩენისთვის, სამკურნალოდ ან მიმდინარე ვალების დასაფარად. კვლევით დგინდება რომ ვალის ვერ გადახდის შემთხვევაში მევახშეები არ აძლევენ კრედიტორებს საშუალებას გაყიდონ ფართი და დაუბრუნონ კუთვნილი თანხა, არამედ პირდაპირ ითხოვენ სრულ ქონებას, რომელიც ხშირად გაცილებით მეტი ღირებულებისაა ვიდრე ნასესხები თანხა“, — აღნიშნავს გიგა წულეისკირი.

აღსანიშნავია, რომ კვლევამ გამოავლინა ისეთი შემთხვევები, როდესაც საცხოვრისის დაუფლების მიზნით, კრედიტორების მხრიდან ადგილი ჰქონდა სესხებზე მაღალი წლიური საპროცენტო განაკვეთის დაწესებას, ასევე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების არაპროპორციულ წესს, სესხების გადაყიდვას სხვადასხვა და რამდენიმე კრედიტორზე, მაღალი მოსაკრებლის დაწესებას ე.წ. შუამავალ პირებზე და ა.შ.

კვლევამ გამოავლინა იმგვარი ტიპის შემთხვევები, როდესაც 2010 წელს $15 000-ის მსესხებელს უკვე $54 000 აქვს გადახდილი კრედიტორისთვის, ის კი საპასუხოდ იპოთეკით დატვირთული ბინის გაყიდვას ითხოვს, რითიც დამატებით $65 000-ის მიღება სურს. ასევე, 2015 წელს $6 000-ის მსესხებელს უკვე $14 000 აქვს გადახდილი კრედიტორისთვის, ეს უკანასკნელი კი მის ბინას მაინც დაეუფლა და მის ორ მცირეწლოვან შვილს ბინიდან გამოსახლებით ემუქრება. ასევე, ერთ-ერთ სხვა შემთხვევაში, 2012 წელს $7000-ის გასესხებით კრედიტორი 150 წლის ეზო-კარს დაეპატრონა და ოჯახისგან $22 700-ს ითხოვს უძრავი ქონების უკან დასაბრუნებლად.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები