ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მევახშეების სიიდან ნებისმიერი მევახშის სახელის და გვარის ამოღება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მევახშეები დაზარალებულებისგან ნასესხები თანხების დაბრუნების შემთხვევაში წართმეულ ქონებებს უკან დააბრუნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მხილებათა სერია დამოუკიდებელი საგამოძიებო პალატის მიერ გაგრძელდება.
მსგავსი პრეცედენტი სატელევიზიო სივრცეში არასდროს გინახავთ ! მხოლოდ აქ, ,,სფერო TV”-ის ეთერში თქვენ ნახავთ, დამოუკიდებელი საგამოძიებო პალატის მიერ მომზადებულ მამხილებელ სიუჟეტებს, რომელზეც გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდთან ერთად, ჩვენი პროფესიონალი იურისტების დამოუკიდებელი გამოძიებები მიმდინარეობს. თითოეული მევახშის თაღლითური სქემის მხილების ფაქტის დამამტკიცებელი მასალა პროკურატურას ეტაპობრივად მიეწოდება!
გარდა ამისა, ,,სფერო TV”-ის გუნდი სულ მალე მევახშეების ვრცელ სიასთან ერთად, ამხელს მათ მფარველებს, რომელთა დახმარებითაც ისინი წლების მანძილზე ცდილობდნენ ადამიანებისათვის უკანასკნელი საცხოვრისის წართმევას!
https://www.facebook.com/ipotekit.dazaralebulta.gaertianeba/posts/827194455667130/?vh=e&extid=MSG-UNK-UNK-UNK-COM_GK0T-GK1C