კლინიკა „ვივამედთან“, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია „მიშას სექტორი“ საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე წარმოდგენილი აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერით, „თავისუფლება მიშას“, „ნუ აწამებთ პრეზიდენტს“.
კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.