Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკამიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე - საკანთან ფსიქოლოგიური შეუგუებლობის გამო არ შეიძლება ადამიანები პატიმრობიდან...

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე – საკანთან ფსიქოლოგიური შეუგუებლობის გამო არ შეიძლება ადამიანები პატიმრობიდან თავისუფლდებოდნენ

საკანთან ფსიქოლოგიური შეუგუებლობის გამო არ შეიძლება ადამიანები თავისუფლდებოდნენ – ტოქსიკოლოგიური კვლევა საქართველოში ჩატარებადია, სააკაშვილმა მასზე უარი თქვა, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან ცენტრ “ემპათიას” დასკვნას.

სარჯველაძე აცხადებს, რომ 10 დიაგნოზი და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა საკმარისი არ არის სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად.

“ფილოსოფიურადაც შეგვიძლია შევხედოთ ამ საკითხს, არსებობს საკმარისი და აუცილებელი წინაპირობა დასკვნის გაკეთებისთვის. დასკვნის სახით მოთხოვნაა წამოყენებული, რომ გადაიყვანონ უცხოეთში, მაგრამ კმარა კი ამისთვის იმის თქმა, რომ ათი დიაგნოზი აქვს დასმული, ან ის, რომ მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა? ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის. ამ ხნის განმავლობაში ყველასთვის გასაგები გახდა, რომ აუცილებელია ითქვას, რა დიაგნოზია და უნდა დასაბუთდეს, რომ ამ დიაგნოზის მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არის. ამ შემთხვევაშიც, ფორმალურად რა როგორ დალაგდება კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ვერავინ ამბობს, რომ ეს არის დიაგნოზი, რომლის მკურნალობაც შეუძლებელია საქართველოში,”- განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება ტოქსიკოლოგიური კვლევის საჭიროებას, რომელზეც დასკვნაში წერია, რომ ამის გარეშე მოსალოდნელია კომა და სიკვდილი, სარჯველაძე აცხადებს, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება საქართველოში შესაძლებელია.

“გახსოვთ, ხომ სააკაშვილმა რომ ტოქსიკოლოგიურ კვლევაზე უარი განაცხადა? რატომ თვლით, რომ საქართველოში შეუძლებელია ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება? დასკვნაში ეს წერია? არ არის ეს ასე. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩატარებადია,”- განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, თუკი მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია, მაშინ რატომ უარესდება ყოველდღიურად მისი მდგომარეობა, სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს პატიმრობასთან შეუგუებლობის გამო ხდება, თუმცა, ამ მიზეზით პატიმრები არ თავისუფლდებიან.

“არის ეს ახსნილი და სხვათაშორის მისივე ექსპერტების მიერ, ვინც მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ, ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს – საკანთან შეუგუებლობა, მაგრამ ამის გამო, არც ერთ ცივილიზაციაში პატიმრები არ თავისუფლდებიან, ფსიქოლოგიური შეუგუებლობის გამო არ შეიძლება ადამიანები თავისუფლდებოდნენ საკნიდან,”- განაცხადა სარჯველაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები