Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომიხაილო პოდოლიაკი - „ომი არ შეჩერდება,ის უბრალოდ ცოტა ხნით შეჩერდება“

მიხაილო პოდოლიაკი – „ომი არ შეჩერდება,ის უბრალოდ ცოტა ხნით შეჩერდება“

„ომი არ შეჩერდება,ის უბრალოდ ცოტა ხნით შეჩერდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსი სამხედროები გაზრდიან თავიანთ შეიარაღებას, ცოცხალ ძალას, გამოასწორებენ შეცდომებს“,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით,კიევი მოსკოვისთვის არც ერთი ტერიტორიის დათმობას და რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.

„ომი არ შეჩერდება,ის უბრალოდ ცოტა ხნით შეჩერდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსი სამხედროები გაზრდიან თავიანთ შეიარაღებას, ცოცხალ ძალას, გამოასწორებენ შეცდომებს, განახორციელებენ მცირე მოდერნიზაციას, მოხსნიან ბევრ გენერალს… და დაიწყებენ ახალ იერიშს, კიდევ უფრო სისხლიანს და მასშტაბურს,”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

პოდოლიაკმა უარყო მოწოდებები ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის შესახებ, რომელიც რუსული ძალების დარჩენას ითვალისწინებს მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის სახმრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში.

“რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ ქვეყანა და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამშვიდობო პროცესის განახლება,” – განაცხადა პოდოლიაკმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები